„საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, საკუთარი თავისთვის ხელფასის დანიშვნა დაავიწყდა..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პრეზიდენტს ბოდიში მოუხადეს, რომ გამორჩათ ეს ფაქტი... მან სიმბოლური ხელფასი მოითხოვა, მაგრამ კანონით პრეზიდენტს ყველაზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონოდა!... პრეზიდენტის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოდიოდა...ზვიადმა იკითხა, რამდენი აქვს მას ხელფასიო? და რადგან კანონით მეტი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, ერთი მანეთით მეტი დამინიშნეთო!
პრეზიდენტობის მანძილზე, ერთხელაც არ აუღია ხელფასი, ბავშვთა სახლებს ურიცხავდა სრულად...
და ერთი ძველი „მერსედესი" ემსახურებოდა..." - წერს დარეჯან მეფარიშვილი.