logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: ერთი სასიამოვნო დეტალი მეუფე შიოსთან დაკავშირებით...
- +

27 ნოემბერი. 2017. 16:28


 

„ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი უწმინდესი. მეუფე შიოს კი ვუსურვებ, უფალმა ღირსეულად ატარებინოს ეს მძიმე და საპატიო ტვირთი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„მე, როგორც ერთი ქართველი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის არსებობა პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი ეკლესიის ერთიანობასა და სიძლიერეზე, მეუფე შიოს გულითადად ვულოცავ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ მოსაყდრედ დასახელებას. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი უწმინდესი. მეუფე შიოს კი ვუსურვებ, უფალმა ღირსეულად ატარებინოს ეს მძიმე და საპატიო ტვირთი.

 

ახლა მეუფე შიოსთან დაკავშირებული ერთი სასიამოვნო დეტალი, რომლის შესახებაც გუშინ გავიგე და დღეს „ობიექტივის" მაყურებლებისთვის მინდოდა მეთქვა, მაგრამ გადაცემა „მემკვიდრეობა" საპატიო მიზეზის გამო ეთერში ვერ გავიდა.

 

საქმე ისაა, რომ მეუფე შიოს მამა - სამთო ინჟინერი თეიმურაზ მუჯირი იყო პირველი, რომელმაც პრეისტორიულ ხანაში საყდრისში ოქროს სამთო წესით მოპოვება შესაძლებლად მიიჩნია. იგი საჭიროდ თვლიდა საყდრისში არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარებას. ამ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ თეიმურაზ მუჯირმა 1987 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში დაწერა, რაც ხელმისაწვდომია. „ობიექტივის" პირდაპირ ეთერში საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში თეიმურაზ მუჯირის გვარი არაერთხელ გვიხსენებია როგორც მე, ისე სხვა წამყვანებს, ჩვენს სტუმრებს, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ბატონი თეიმურაზი იყო მეუფე შიოს მამა. ეს გუშინ გავიგე, გავიხარე და დღეს თქვენ გაგახარეთ", - წერს ნინო მიქიაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner