ილია ფერაძე სოციალურ ქსელში მსახიობ გია ფერაძის შესრულებით სხვადასხვა საბჭოთა ფილმებიდან ამოღებული ნაწყვეტების კრებულს ავრცელებს.
„ფეის-მეგობრებო! ხვალ, 20 აპრილს, ჩემი ძმა გია 68 წლის გახდებოდა! გიას ძველი თაობა ხშირად იხსენებს და ახსოვს, ახალგაზრდები კი მას იცნობენ „არასერიოზული კაციდან" და „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობიდან". 2011 წელს, როდესაც მისი რუსეთში დაბადებული შვილი ვიპოვე და ჩამოვიყვანე, მან დედამისის წყალობით კარგად იცოდა მამის შესახებ. გუშინ იყო მისი დაბადების დღე და მისმა მუსიკალურმა კომპოზიციამ „ალილუია" ინტერნეტში 1500 მეტი გაზიარება მოახერხა, ამჟამად გთავაზობთ პატარა გია ფერაძის ამოკრეფილ ნაწყვეტებს მამის შესრულებით სხვადასხვა საბჭოთა ფილმებიდან, ბევრი მათგანი ჩვენც არ გვინახავს. მაშ ასე, პატარა გიას მონტაჟი მამა-გიას შემოქმედებაზე", - წერს ილია ფერაძე.