logo_geo
eng_logo
„პიონერფილმში“ ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღე აღნიშნეს
- +

19 აპრილი. 2016. 17:22



კომედიური ჟანრის ინგლისელი მსახიობის, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე განთქმული შემსრულებლისა და რეჟისორის ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღე „პიონერფილმში", ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებით, უკვე 37-ედ აღნიშნეს.



მუსიკალურ წარმოდგენაში „პიონერფილმის" აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. ჩარლი ჩაპლინის ცნობილ კოსტიუმში გამოწყობილმა 50 ბავშვმა, ლეგენდარული მსახიობის სიმღერები, ლექსები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ​ელენე აფაქიძემ ჩაპლინზე საოცრად ლამაზი ლექსი წაიკითხა, ლიზი ჩხობიანიშვილმა გორგოლაჭებზე იცეკვა, მიშო ბეროშვილმა ჩაპლინის განთქმული „ცეკვა ფუნთუშებით" წარმოადგინა და ა.შ. პარალელურად კი, ფართო ეკრანზე ერთმანეთს ცვლიდნენ კადრები ჩაპლინის ცნობილი ფილმებიდან.



ზეიმს მოსკოვიდან ჩამოსული სტუმრები, მაიაკოვსკის თეატრის მსახიობებიც დაესწრნენ და ჩარლი ჩაპლინის ცნობილი ფილმები გაიხსენეს. ღონისძიების დასასრულს ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა სულხან გველესიანმა, საკუთარი სურვილით შეასრულა მინდიას არია ზ.ფალიაშვილის ოპერა „დაისიდან". თავად სულხანიშვილიც მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელი იყო.



„პიონერფილმელების" გამოსვლით კმაყოფილი დარჩა თავად სტუდიის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე. მისი თქმით, ყველა მონაწილემ ძალიან ლამაზად და კარგად შეასრულა თავისი მხატვრული ნომერი.  ღონისძიების წამყვანი იყო პოეტი დავით მაღრაძე.



​საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ​ ჩაპლინის მუზეუმის წარმომადგენლებიც.



დასასრულს გაიმართა კონკურსი: ყველაზე უკეთ ვინ განასახიერა ჩაპლინი და ვინ მოირგო მისი კოსტიუმი სხვებზე კარგად. ზეიმის მონაწილეები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვეს, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადდა და გაფორმებული იყო კადრებით ჩარლი ჩაპლინის ფილმებიდან.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner