logo_geo
eng_logo
ოჯახების თანხმობის გარეშე დაქორწინებისთვის წყვილი მოკლეს
- +

27 ნოემბერი. 2017. 23:40



„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პაკისტანში ოჯახმა და ნათესავებმა ახალდაქორწინებული წყვილი მოკლა, ამის მიზეზი კი წყვილის მალული ქორწილი იყო.


შემთხვევა სამხრეთ პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მოხდა. წყვილის მკვლელობის გამო სამართალდამცველებმა სულ ცოტა 9 ადამიანი დააკავეს.


როგორც ირკვევა, წყვილი ოჯახების თანხმობის გარეშე დაქორწინდა, ამის გამო კი უხუცესთან ადგილობრივმა საბჭომ მშობლებს მათი მოკვლის უფლება მისცა.


24 წლის აბდულ ჰადი და 20 წლის ჰასინა ბიბი ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციიდან იყვნენ და თვენახევრის წინ კარაჩიში დაქორწინდნენ. მათი ცხედრები 26 ნოემბერს ერთ-ერთ ადგილობრივ სასაფლაოზე იპოვეს პოლიციელებმა.


პაკისტანში ყოველ წელს ასობით ადამიანი ეწირება „ღირსების დასაცავ მკვლელობებს".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner