ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირებისთვის.
ვლადიმერ პუტინმა სირიის სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები რეგიონში საკუთარი სამშობლოს ინტერესებს იცავენ.