logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: პრეზიდენტი რეფერენდუმის დანიშვნისგან თავს იკავებს
- +

19 აპრილი. 2016. 17:32



„ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით, ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის გამართვა მოითხოვა. როგორც ბრეგაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა, პრეზიდენტი მარგველაშვილი რეფერენდუმის დანიშვნისგან თავს იკავებს.



„ჩვენ საჯაროდ მოვუწოდეთ პრემიერს, მიემართა რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით პრეზიდენტისთვის. როგორ ჩვენთვის ცნობილია, პრეზიდენტი რეფერენდუმის დანიშვნისგან თავს იკავებს. ხმამაღლა ვაცხადებ, თუ პრეზიდენტი ქართველი ხალხის ინტერესებს არ გაითვალისწინებს და ქორწინების საკითხზე რეფერენდუმს არ დანიშნავს, ჩვენ მასობრივ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ და მარგველაშვილის გადადგომას მოვითხოვთ!" - განაცხადა ბრეგაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner