logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება
- +

28 ნოემბერი. 2017. 01:53



თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა. ბიუჯეტის პარამეტრები ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განიხილეს.


„დღეს გვქონდა შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 60 მლნ ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით ტექნიკურ დეტალებზე. თანხები მიიმართება მიზნობრივად, მათი ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი ინფრასტრუქტურის განახლებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


უახლოეს დღეებში დასრულდება მუშაობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზეც, რომელშიც აისახება შესაბამისი ცვლილებები და დოკუმენტი კანონის შესაბამისად, გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner