logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საერთაშორისო ტერორიზმის ხელწერაა - ასეთი ამბის საჯაროდ განხილვა არსად ხდება!
- +

28 ნოემბერი. 2017. 09:56



პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. ზურაბიშვილის განცხადებით, არ არის საჭირო პოლიტიკური სპეკულირება ისეთი საკითხებით, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოებაა.

 

„ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის ხელწერა. დღეს არ აქვს მნიშვნელობა ნახსენები პიროვნება ჩატაევი იყო თუ არა, მნიშვნელოვანია ის, რომ სპეკულაციას არ მივეცეთ.

იმ დროს, როცა ასეთი ამბები ხდება, არც ამერიკაში და არც ევროპის ქვეყნებში არ ხდება თემის განხილვა. ტყუილად არ არიან FBI-ს წარმომადგენლები ჩამოსული საქართველოში. კითხვებს გაეცემა პასუხები, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ეს ახლა უნდა მოხდეს. მეც მაქვს კითხვა, მაგრამ არ ვიცი როდის მექნება პასუხი. ჩემი კითხვაა, რა მზადდებოდა საქართველოში? თუ რაიმე მზადდებოდა, მაშინ ის სახლი არ იქნებოდა ობიექტი, ობიექტი იქნებოდა სხვა. თუ ეს იყო ტრანზიტული? იარაღის შეგროვება აქ, რომ გადატანილიყო სხვაგან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner