შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში", - ნათქვამია განცხადებაში.