logo_geo
eng_logo
დედოფალი ელისაბედი ინგლისის ტახტს საკუთარ შვილიშვილს პრინც უილიამს უთმობს
- +

19 აპრილი. 2016. 17:45



დედოფალი ელისაბედი ტახტს საკუთარ შვილიშვილს პრინც უილიამს უთმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. ელისაბედ მეორე გვირგვინზე უარს ოფიციალურად, პრინცესა დიანას გარდაცვალების 20 წლის თავზე განაცხადებს.


აღნიშნული გადაწყვეტილება დედოფალმა მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ თვეს მისი ვაჟი ჩარლზი და რძალი კამილა სკანდალში გაეხვნენ. საუბარია შეძლებისდაგვარად ჩახშულ ხმაურზე, რომელიც ავსტრალიერი ბიზნესმენის საიმონ დორანტე-დეის განცხადებას მოჰყვა. ბიზნესმენის თქმით, ის კამილასა და ჩარლზის უკანონო შვილია და ამის დნმ-ის ანალიზით დამტკიცებას ითხოვს.


დორანტე 50 წლისაა და აცხდებს, რომ ის სამეფო ოჯახის მოსამსახურეებს ბებიამ და ბაბუამ, დედოფალმა ელისაბედმა და პრინცმა ფილიპმა მიაშვილეს. ამ გზით 50 წლის წინ დედოფალმა და მისმა მეუღლემ ტახტის მემკვიდრე ვაჟი ჩარლზი სკანდალისგან იხსნეს.


ვინც ჩარლზისა და კამილას სიყვარულის ისტორია არ იცით, გეტყვით, რომ ინგლისის პრინცსა და მეღვინის ქალიშვილს ერთმანეთი ადრეულ ასაკში შეუყვარდათ და რომანიც გააბეს. დედოფალმა სარძლო დაიწუნა და ჩარლზს დიანა სპენსერი შერთო ცოლად. პრინცი კამილასთან ურთიერთობას ქორწინების შემდეგაც არ წყვეტდა და ამ ამბავს ბევრი სკანდალი ახლდა თან. წყვილს 30 წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი და დიანას გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ როგორც იქნა იქორწინეს.


ყველას ეგონა, რომ ჩარლზისა და კამილას სკანდალები მათ ქორწინებასთან ერთად დასრულდა, მაგრამ უკანონო შვილის გამოჩენამ ეს ილუზია დაანგრია.


„დედოფალი დაიღალა საკუთარი შვილის მიერ შექმნილი პრობლემებით, ჩარლზისა და კამილას რომანმა არაერთხელ შეუქმნა სამეფო ოჯახს უსიამოვნო მდგომარეობა და ჩრდილი მიაყენა მათ იმიჯს. უკანონო შვილი ბოლო წვეთი იყო ელისაბედის სიბრაზის ფიალაში და აი, დედოფალმა საკუთარ შვილს ტახტი წაართვა.

 

გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია, ამ გზით ელისაბედ მეორე სამეფო ტახტის უკანონოდ შობილი მემკვიდრისგან დაცვას ცდილობდეს. საიმონ დორანტე-დეი უფროსი შვილია და არავინ იცის, რას იზამს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ჩარლზი, რომელიც კამილას საკუთარ ჭკუაზე არაერთხელ გაუტარებია.

 

ტახტზე უარის თქმა დიანას გარდაცვალების დღეს, 31 აგვისტოს კი, ალბათ ლედი დისთვის ბოდიშის მოხდის ფორმაა",  - განაცხადა სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ბრიტანულ გამოცემა „ინსაიდერთან" საუბრისას.


რაც შეეხება პრინც უილიამს, რომელსაც მეფობა მამის შემდეგ ეკუთვნოდა, ის ძალიან გაოცებულია.


„შოკშია, სულ სხვა გეგმები ჰქონდა, გეგმავდა, შვილებთან მეტი დრო გაეტარებინა და მათი აღზრდის შემდეგ აეღო საკუთარ თავზე ქვეყნის მეთაურის მოვალეობები და მასთან დაკავშირებული ტვირთი", - წერს „ინსაიდერი".


ამბობენ, ახალმა ამბავმა კამილა ბოულზი გააცეცხლა და როგორც სჩვევია, ისევ ალკოჰოლს მიეტანა.


ჯერჯერობით უცნობია ამ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის სხვა წევრებისა და გვირგვინის გარეშე დარჩენილი ჩარლზის აზრი. დედოფალი კი უკვე გადის კონსულტაციებს საკუთარ მრჩევლებთან, რათა გვირგვინის გადაცემის ოპტიმალურ მეთოდს მიაგნოს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner