logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ კახა ჟღენტის RMG Gold-ში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო
- +

19 აპრილი. 2016. 18:11



საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.



ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ის არ შეხვედრია RMG Gold-ის მეპატრონე დიმიტრ ტროიცკის, როგორც ამას საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ. 



ამაზე დიდი აბსურდი არ გამიგონია. მათ განცხადებაში ნახსენებია, რომ მე ვიღაც ადამიანს შევხვდი. არ შევხვედრივარ ამ ადამიანს, თვალით არ მინახავს. რაც შეეხება კახა ჟღენტის დანიშვნას ამ კომპანიაში, ამის შესახებ გავიგე ტელევიზიიდან და ინტერნეტიდან. წარმოდგენა არა მაქვს ამაზე და საერთოდ -  როგორ უნდა მოახერხო, ჩემთან დააკავშირო ის ფაქტი, რომ ადამიანმა მოინდომა სადღაც სამსახურში მუშაობის  დაწყება? ვერ ვხვდები, რა ლოგიკური ჯაჭვი უნდა იყოს ჩემსა და იმას შორის, რომ ვიღაცამ სადღაც მუშაობა დაიწყო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს,  რომ ეკონომიკის მინისტრი 2016 წლის იანვარში შეხვდა RMG Gold-ის მეპატრონეს დიმიტრ ტროიცკის, სადაც გადაწყდა, რომ შექმნილიყო ოქროს მომპოვებელ კომპანიაში ახალი სამსახური, კორპორატიული დირექტორის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე კი დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, ირმა ქავთარაძის მეუღლე კახა ჟღენტი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ჯანდაცვის მინისტრის კონსულტანტი და „თბილავიამშენის" თანამშრომელი იყო.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner