logo_geo
eng_logo
სუს-ის თანამშრომელს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება
- +

28 ნოემბერი. 2017. 16:09



სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.


შესაბამისი მუხლი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონს ემატება, რომელიც ერთ-ერთია 111 საკანონმდებლო პროექტს შორის, რომელიც მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.


პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა.


თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.


სუს-ის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (სამსახურის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner