ქობულეთში სპეცოპერაციისას დაკავებულ თურქეთის მოქალაქე ქალს, შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია", საქმის პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.
პროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს.
თურქეთის მოქალაქე ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება.