საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხეზე" საუბრობს, რომელიც თავად დაარსა და მის სამომავლო გეგმებს ამცნობს საზოგადოებას.
„ფონდი „ნატვრის ხე" 2 წელია არსებობს. ზაფხულში ვგეგმავ ღონისძიებას , მაგრამ ამავე დროს უნდა შევათავსო ჩემი შემოქმედებითი აქტივობა. ფონდი „ნატვრის ხე" ძირითადად სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით, მათ სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. თუ დღემდე მოვედით, მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. მწამს, რომ ჩვენი, ქართული გენი გამორჩეულია", - ამბობს ნინო სურგულაძე.