იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განცხადება გააკეთა.
„დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ცნობილ იქნა კანონიერად. როგორც ჩანს, დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო. 9 ხმით, 8 ხმის წინააღმდეგ გადაწყდა, რომ დაირღვა მე-13 მუხლი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას, საკნიდან გაყვანის ფაქტს, მხოლოდ 9 მოსამართლემ დაუჭირა მხარი. 8 მოსამართლეს აქვს განსხვავებული პოზიცია და ახსნა, თუ რატომ არ ჰქონდა დარღვევას ადგილი. ასევე, დიდმა პალატამ ჩათვალა, რომ ადვოკატებს, მათ შორის ოთარ კახიძეს არ ეკუთვნოდათ არანაირი კომპენსაცია. შესაბამისად, კომპენსაციის თაობაზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იქნა გაუქმებული. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სტრასბურგის გადაწყვეტილების დოკუმენტს. ვანო მერაბიშვილის არგუმენტები, მისი პოლიტიკური პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით არ გაიზიარა დიდმა პალატამ. აქვს ფართო დასაბუთება. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას არავითარი პოლიტიკური ელფერი არ ჰქონია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.