logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
- +

28 ნოემბერი. 2017. 17:48



ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ვანო მერაბიშვილს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 4 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.


სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 15 000 ევროს გადახდას ითხოვდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ „მოსარჩელეს გარკვეული სტრესი და მღელვარება უნდა ჰქონოდა კონვენციის მე-5 § 3 და მე-18 მუხლების დარღვევის გამო".


სამართლიანობის საფუძველზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, მოსარჩელეს აუნაზღაურდეს 4 000 ევრო.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner