ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ვანო მერაბიშვილს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 4 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 15 000 ევროს გადახდას ითხოვდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ „მოსარჩელეს გარკვეული სტრესი და მღელვარება უნდა ჰქონოდა კონვენციის მე-5 § 3 და მე-18 მუხლების დარღვევის გამო".
სამართლიანობის საფუძველზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, მოსარჩელეს აუნაზღაურდეს 4 000 ევრო.