logo_geo
eng_logo
ციცი ფალავანდიშვილი გიგი დედალამაზიშვილზე: არ ვიცოდი ჩემი შვილი ჯანმრთელი დამიბრუნდებოდა თუ არა...
- +

19 აპრილი. 2016. 18:51


 

ლანძღვა ძალიან ადვილია, მაგრამ ხალხს შეაყვარო თავი, დარბაზი ფეხზე ააყენო და ქართულად ამღერო - რთული", - ამის შესახებ ჯგუფ „მგზავრების" სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის დედა ციცი ფალავანდიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს.


ციცი ფალავანდიშვილი 9 აპრილს, რუსეთში „მგზავრების" მიერ ჩატარებულ კონცერტზე ჰყვება:

 

 ვიცი გიგის ემოციები და ვნატრობდი, მას არ გაეგო ამ დამოკიდებულების შესახებ. ბიჭებს მივწერე, გიგის ამ ამბავს ნუ გააგებინებთ-მეთქი. მაგრამ არაფერი იმალება და გიგის ყურამდეც მივიდა ეს ამბავი. დამირეკა და მთხოვა, ნურავის პასუხს ნუ გასცემთ, ნურც შენ, ნურც ნინი და ნურც მარინაო. ნინიმ მაინც ვერ შეიკავა თავი. მეორე ტალღა რომ აგორდა, გიგი არცერთს აღარ გველაპარაკებოდა. მარინა დღემდე ვერ მიხვდა, რა მოხდა. ეს ჩემთვის ახალი არ არის. პირველ რიგში, დამამშვიდა, ნუ გეშინიაო, მითხრა. მერე იკითხა, ღირს საერთოდ ჩემი საქართველოში ჩამოსვლაო. გაოგნებული იყო... სანამ ვიდეოს დავდებდით, მიდიოდა კომენტარები, აა, არ დადეს ვიდეო, ეგრეც ვიცოდით, ვერაფერს დადებდნენო, წერდნენ. ლანძღვა ძალიან ადვილია, მაგრამ ხალხს შეაყვარო თავი, დარბაზი ფეხზე ააყენო და ქართულად ამღერო - რთული", - ამბობს ციცი ფალავანდიშვილი.


გიგი დედალამაზიშვილის დედა, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას  facebook-კომენტარს გამოეხმაურა.


გიგი „რუსთავი 2"-ში მუშაობდა ნიკას მისვლამდე. ჯერ იყო „ჯეოსტარში" და შემდეგ მიჰყავდა გადაცემა „ლოტო". ეს ყველაფერი იყო ნიკამდე. მერე არანაირი შეხების წერტილი ამ ტელევიზიასთან გიგის არ ჰქონია. გიგი ბუნებით კონფლიქტური არ არის. არასდროს არავის წინააღმდეგ განცხადება არ გაუკეთებია. როცა არ არის საქართველოში ადამიანი და მას მოღალატეს უწოდებ... არ ვიცი, ვერც ვბრაზობ, ბოღმა არ მაქვს ამ ადამიანების მიმართ. ნიკას მეორე პოსტსაც არ ველოდი, რომელშიც თავისი სიტყვები უკან წაიღო. ესეც ვაჟკაცობაა, ალბათ, და მადლობა მას პირველი პოსტისთვისაც და მეორესთვისაც (იღიმება). ღმერთმა სიკეთე მისცეს ყველას, უბრალოდ ასე არ შეიძლება. არ ვიცოდი, ჩემი შვილი ჯანმრთელი დამიბრუნდებოდა თუ არა. რამე რომ დამართნოდა? ჯგუფის რომელიმე წევრს რამე რომ დამართნოდა, ვინ აგებდა ამაზე პასუხს?" - ამბობს ციცი ფალავანდიშვილი.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner