logo_geo
eng_logo
ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ცხრა პირი დააკავეს
- +

28 ნოემბერი. 2017. 20:14



საბერძნეთში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 9 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი ქალია. ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა. სამართალდამცველების განცხადებით, სპეცოპერაცია, რომელიც ათენში განხორციელდა, შიდა ტერორიზმთან კავშირში არ არის. ჩხრეკის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ სითხის სახით უცნობი ნივთიერება და ასევე პორტატიული კომპიუტერი ამოიღო, რომელიც დეტონატორთან იყო მიერთებული. მასალები შესასწავლად ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება განიხილავს დაკავებულებისა და თურქეთის მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების, „რევოლუციური სახალხო -გამათავისუფლებელ ფრონტს" შორის კავშირის ვერსიას.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner