logo_geo
eng_logo
ისრაელის არმია: „ჰეზბოლასთან“ ომის შემთხვევაში სამიზნე ჰასან ნასრალა იქნება
- +

28 ნოემბერი. 2017. 21:28

 

 

ლიბანურ ორგანიზაცია „ჰეზბოლასთან" ომის შემთხვევაში, მკვლელობის სამიზნე მისი მეთაური, ჰასან ნასრალა იქნება - ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.


„ნათელია, რომ თუ ის მოკვდება, ეს გავლენას მოახდენს სამხედრო კამპანიაზე", - თქვა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა.


ბრიგადის გენერლის რონენ მანელისის თქმით, „ჰეზბოლას" წინააღმდეგ ისრაელი უკვე ჩართულია ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო ომში.


ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანმა ქალაქ ეილათში ჟურნლისტებისთვის გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოახდინოს ქვეყანამ მტერზე გავლენა ძირითადი და სოციალური მედიის საშუალებით.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner