საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გადაცემა „რეაქციის" ეთერში თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ბესელია აცხადებს, ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატაევი, რომელიც შესაძლოა გაბრიელ სალოსზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის იყოს, პარლამენტს არ გაუთავისუფლებია.
„ჩატაევზე პარლამენტს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია და ბაზაშიც გადავამოწმე და ეს იყო ბიბილაშვილის ძალიან უსინდისო და ცილისმწამებლური განცხადება, რომ თითქოს პარლამენტმა გაუშვა. მასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულა, ეს იყო სიცრუე. საქმე იყო მყიდე და შეუძლებელი იყო მასზე განაჩენის გამოტანა. საკითხის ასე დასმა, რომ რატომ გაანთავისუფლეთ, არის აბსოლუტურად არასწორი", - განაცხადა ბესელიამ.