logo_geo
eng_logo
5G ინტერნეტი 2020 წელს - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის ფარგლებში
- +

29 ნოემბერი. 2017. 00:55



„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ციფრული კავშირის პანელზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა ლორენს მერედიტმა 5G ინტერნეტის განვითარების და მობილური კავშირის მოხმარების გაზრდის შესახებ ისაუბრა.

 

„ერთიანი ციფრული ბაზარი ევროკომისიის ათი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. პრაქტიკაში ეს შემდეგნაირად გამოიყურება: 500 მილიონი მომხმარებელი გვყავს და ჩვენი მიზანია, 5G-ს განვითარებისთვის 2020 წლისთვის 700 მილიონი ევროს ინვესტირება განვახორციელოთ. მობილური კავშირის მოხმარება ათასჯერ გაიზრდება, სმარტფონების ოდენობის გაზრდა - 100-ჯერ, მონაცემების გაცვლაც 100-ჯერ უფრო მეტად ეფექტური იქნება 4G-სთან შედარებით" , - განაცხადა ლორენს მერედიტმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner