logo_geo
eng_logo
პროკურატურამ აფეთქების შედეგად ზ.ლაგვილავას გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
- +

19 აპრილი. 2016. 19:29



სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ, 2014 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2  სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად,  ამავე სამსახურის   უფროსის  ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების ფაქტზე, შს სამინისტროს  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  ყოფილ მთავარ სპეციალისტს დემუშა ბარამიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

 

„ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის სააბაზანოში ტექნიკურმა პერსონალმა წყლის გამაცხელებელი ავზი დაამონტაჟა, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ ავზი ამორტიზირებული იყო და წყლის ტემპერატურის მარეგულირებელი (თერმოსტატი) არ ფუნქციონირებდა, რაც აფეთქების საფრთხეს წარმოადგენდა. ამის შესახებ აცნობეს შს სამინისტროს  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის  ტექნიკის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს დემუშა ბარამიას, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ტექნიკის წესის დაცვა, რამაც ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება და ზ. ლაგვილავას გარდაცვალება გამოიწვია.

 

აღნიშნულის საფუძველზე, პროკურატურის მიერ, შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტ დემუშა ბარამიას წარედგინა ბრალდება შრომის დაცვის წესის დარღვევისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 5 წლამდე ვადით.

 

 ბის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანები იმყოფებოდნენ", - ნათქვამია პროკრუატურის განცხადებაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner