logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მართლა არ გყოფნით ცოტა ჭკუა მაინც, იფიქროთ, რას ავცდით?
- +

29 ნოემბერი. 2017. 13:33



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უკვე მარაზმია ამ ექსკლუზივების მიმდევარი ხალხის რეაქციები და პოსტები სპეცოპერაციაზე, ვინ შემოიყვანა ტერორისტები, როგორ შემოვიდნენ და ასე გაუთავებლად... აი, ისე შემოვიდნენ, როგორც ადრე შემოდიოდნენ გილაევები, დუდაევები, ჩატაევები, სააკაშვილის დროსაც შეჰყავდათ და გაჰყავდათ ისე, ვერც ჟურნალისტი იგებდა და არც სპეცოპერაციას უწყობდნენ. შევარდნაძის დროსაც „გულაობდნენ" და მანამდეც, ალბათ! როგორ შედიან პარიზის და ევროპის აეროპორტებში და „შაჰიდის ქამრებით" იფეთქებენ თავებს, როგორ ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, როგორ შევიდნენ ამერიკაში, როგორ მოხვდნენ ბესლანში და ბავშვების სიცოცხლე შეიწირეს, მართლა არ გყოფნით ცოტა ჭკუა მაინც, იფიქროთ, რას ავცდით?" - წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner