logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: საზოგადოება გაცივდა, თანაგრძნობის ისეთი მუხტი აღარ არის...
- +

29 ნოემბერი. 2017. 13:43



რამდენად იზიარებენ ადამიანები სხვის ტრაგედიას და არის თუ არა საზოგადოებაში თანაგრძნობა? - ამასთან დაკავშირებით პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ისაუბრა.

 

„კარგად მახსოვს 90-იანი წლები, მთელი საქართველო ერთ მუშტად ვიყავით, სამეზობლო, ქუჩა. ერთი ადამიანი რომ გარდაიცვლებოდა, ეს იყო მთელი ერის ტრაგედია. მე ვერავის ქცევას ვერ გავაკრიტიკებ, ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი, რა უნდა გააკეთოს და როგორ მოიქცეს. პირადად მე, როდესაც ასეთი ტრაგედიაა, ვცდილობ, რომ ტელევიზორიც კი არ იყოს ხმამაღლა ჩართული, ალბათ ჩვენ მაინც სხვა წლები გვაქვს გავლილი. ზოგადად, საზოგადოება გაცივდა, თანაგრძნობის ისეთი მუხტი აღარ არის. ადრე ერთი ახალგაზრდა რომ გარდაიცვლებოდა, მთელი თბილისი, მთელი საქართველო გლოვობდა. დღეს, თითქოს არაფერი, ადამიანი გარდაიცვალა და მორჩა. ქედს ვიხრი დაღუპული სპეცრაზმელისა და ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდების წინაშე", - განაცხადა ნატო დუმბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner