შსს-ს დაცვის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე თბილისის მერის კახა კალაძის მოადგილე იყო.
ნიკოლეიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება თბილისის მერიაში უკვე დაადასტურეს. ნიკოლეიშვილის დანიშვნის შესახებ უწყების ვებგვერდზე ინფორმაცია უკვე განთავსებულია.