სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდული მიმართულებით ამ კარგ ხალხთან ერთად 3 წელი ვიმუშავეთ 2012 წლიდან. ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პროგრესული იყო ჩემს ცხოვრებაში. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა, სტუდენტური თვითმმართველობების განვითარება, პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან დიალოგის დაწყება, მოხალისეობის პროგრამა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის სპორტული და არაფორმალური განათლების პროგრამები, შშმპ ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, რეფორმირებული ახალგაზრდული ფონდი, სოციალური მეწარმეობის განვითარება, ახალგაზრდული ბანაკები და კიდევ უამრავი სხვა არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებდით. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო იმ მონდომებისათვის, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში იჩენდნენ და ვუსურვო წარმატება უკვე განათლების სამინისტროში. მჯერა, რომ ახალგაზრდული მიმართულებით წინსვლა გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის მრავალი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგმება", - წერს ბრეგაძე.