logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: არ ვაპირებთ მოწინააღმდეგეებთან დათმობაზე წასვლას, თავისუფლების გაყიდვა არაფრად გვიღირს
- +

29 ნოემბერი. 2017. 16:43



„ჩვენი თავისუფლების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნულ ფონდში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობაზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს.

 

ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მას ჩვენთვის არ უღალატია. ჩვენი თავისუფლების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მეუფე იაკობმა.


საქართველოს კათოლიკური ეკლესიის და სომეხთა ეპარქიის ეპისკოპოსებმა, ასევე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ და შეიხმა რამინ იგიდოვმა დემოკრატიის ეროვნულ ფონდში გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner