logo_geo
eng_logo
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები კოლეგებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
- +

19 აპრილი. 2016. 20:55



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვითარებულ   მოვლენებთან დაკავშირებით, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებმა და 1000-მდე პროფესორ-მასწავლებელმა გაფართეობული შეხვედრა გამართეს, სადაც მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხიდან გამომდინარე, პროფესორებმა აქციის მონაწილეებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამასთან, მიიჩნევენ რომ მათი მოთხოვნები აკადემიურობის ფუნდამენტურ პრინციპებს სრულად მოკლებულია. მსგავსი მიდგომები, მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის  რეპუტაციას ლახავს.


პროფესორ-მასწავლებლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია აქციის მონაწილეების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება. ასეთი მიდგომა, როგორც მათთვის, ასევე სტუდენტებისა და სრულიად საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია. მიაჩნიათ, რომ ყველას მოვალეობაა პატივი სცენ უნივერსიტეტს, რათა საგანმანათლებლო პროცესები შესაფერის გარემოში წარიმართოს. ამასთან, აუცილებელია ყველას მხრიდან დაცული იყოს კანონი, რათა სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს.




 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner