„ხვალ საქართველოს პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს აირჩევს. მივმართავ „ქართული ოცნების" დეპუტატებს: მხარი დაუჭირეთ გიორგი ფოფხაძეს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამ წუთებში პარლამენტი უსმენს სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ნინო ლომჯარიას. კენჭისყრა დღესვე იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენი ინიციატივითб პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა, რომ კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდება, ვინაიდან გიორგი ფოფხაძეს ასევე უნდა მიეცეს საშუალება- წარდგეს მოხსენებით პლენარულ სხდომაზე. ხვალ საქართველოს პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს აირჩევს. მივმართავ „ქართული ოცნების" დეპუტატებს: მხარი დაუჭირეთ გიორგი ფოფხაძეს!" - წერს ირმა ინაშვილი.