„ობიექტივის" დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მე პირადად გიორგი ფოფხაძესთან შედარებით უკეთეს კანდიდატს ვერ ვიცნობ... ვერც საქართველოში და ვერც მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად!
ვიცნობ რა მას პირადად ძალიან კარგად, და ვიცი რა მისი პერსონალური თვისებები - დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ყველაზე პირუთვნელი, კვალიფიციური, კომპეტენტური და საერთაშორისო უფლებადამცველთა საზოგადოებაში, ისევე როგორც საქართველოში საყოველთაოდ აღიარებული ომბუდსმენი" - წერს მირიან ყარაულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა" სახალხო დამცველის კანდიდატად ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წარადგინა.