logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ნინო ლომჯარიასგან განსხვავებით ნანუაშვილს ეს ღირსება მაინც ჰქონდა...
- +

30 ნოემბერი. 2017. 00:17



ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„უჩა ნანუაშვილს იმის ღირსება მაინც ქონდა იმ შავბნელ პერიოდში ნაწამებ პატიმრებზე ხმა ამოეღო... წართმეულ ქონებაზე სიტყვით მაინც შეწეოდა ვინმეს... ანალოგიური ღირსება არ გააჩნია ნინო ლომჯარია!  24 საათი 32 კბილდაკრეჭილი კაპიტან გიგაურთან ერთად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ყოვლად გაურკვეველ თემებზე საუბრობდა მაღალი ტრიბუნებიდან...

ვფიქრობ კარგი იქნება თუ გაცხადდება იმ დეპუტატების გვარები ვინც ამ ყოვლად უთავმოყვარეო არჩევანს ხელს აწერენ, ვინც სიძე სიმამრ ზარდიაშვილ-მდინარაძის ნავში სხედან და პოლიტიკურ მოუსავლეთში მიაქანებენ... იმას რასაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდეც თავგანწირვით ებრძოდნენ და დღესაც იგივეს აგრძელებენ ცხვრის ტყავში გახვეულები!" - წერს თოფურია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner