logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: „პირბადეების აქციის” მესიჯი მიღებულია...
- +

30 ნოემბერი. 2017. 00:20


 

„აქციის მესიჯი მიღებულია" , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ე.წ. პირბადეების აქციაზე საუბრისას განაცხადა. ბითაძემ თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.


„აქციის მესიჯი მიღებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფლეშმობის მსგავსი აქცია ჩატარდა, არამედ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის დროს, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც კახა კალაძის მიერ იყო წარდგენილი, ეხმაურება ზუსტად ამ აქციის ფორმატს-ეს არის ჰაერის დაბინძურება.

 

ნამდვილად მიხარია, რომ პირველი წელი იყო, როდესაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის დროს ყველაზე აქტუალური თემა იყო გარემოს დაცვის საკითხები,"- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


მისი თქმით, ე.წ. „პირბადეების აქცია" საკმაოდ აქტუალურ თემას ეხებოდა, თუმცა მსგავსი ღონისძიებები გარკვეულ პროცედურულ ნაწილში უნდა მოექცეს.


დედაქალაქში რამდენიმე ძეგლზე პირბადეები დღეს დილიდან გამოჩნდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner