logo_geo
eng_logo
ლევან ჯავახიშვილი: ფეხბურთიც ჩვენი თამაშია! მაშინ ჩვენში ტალანტებს ეძებდნენ!
- +

19 აპრილი. 2016. 21:38



ლევან ჯავახშვილი ქართული ფეხბურთის შესახებ წერს და იმ მთავარ მიზეზს ასახელებს, რის გამოც საქართველოში სპორტის ამ სახეობამ ბოლო წლებში სერიოზული კრახი განიცადა. 



„ბოლო პერიოდია ჩვენში დიდი ბჭობაა გამართული, არის თუ არა ფეხბურთი ჩვენი თამაში?

ბევრ ადამიანს აწუხებს ეს კითხვა და ეს გასაკვირი არც არის. ბოლო 26 წლის განმავლობაში რასაც ქართული გუნდების, თუ ნაკრებების შესრულებით ვუყურებთ ამ კითხვას არსებობის უფლება აქვს... მაგრამ ასეთი კატეგორიულებიც ალბათ არ უნდა ვიყოთ.

 

თითქმის 30- წელია საფეხბურთო სამყარო ანგრევს ამ სფეროს. ერთეულები თუ ფიქრობენ, რომ ბავშვთა ფეხბურთში მთავარი არა მშობლის მიერ გადახდილი ფული, არამედ ტალანტების აღმოჩენაა. საბჭოთა კავშირი ცუდი იყო, მაგრამ მაშინ ჩვენში ტალანტებს ეძებდნენ. სპეციალური სკოლებიც იყო, სადაც ბავშვებს ფეხბურთის ანაბანას ასწავლიდნენ და მშობელი ფულს არ იხდიდა. ეს სუფთა სოციალური პროექტია და ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს მაქსიმალურად...

 

 მიუხედავად პესიმიზმისა ფეხბურთიც ჩვენი თამაშია! მხოლოდ სწორი და პატიოსანი მიდგომაა საჭირო!"


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner