ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი ქართველი მსმენელის წინაშე 2018 წლის 26 მაისს წარსდგება.
ახალმა საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live-მა ფესტივალი დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავარ შემსრულებელთან ერთად მონაწილეობას სამხრეთაფრიკული როკ ჯგუფი The Parlotones-ს და ასევე მასპინძელი ჯგუფები Young Georgian Lolitaz და LOUDspeakers მიიღებენ.
ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და ცნობილ ჰიტებთან ერთად, სიმღერებს თავისი ბოლო ალბომიდან, #Afterlove-იდანაც შეასრულებს.
ფესტივალის ერთ-ერთი მედია მხარდაჭერი რადიო NRJ საქართველოა.