ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კარგია როდესაც არა თუ არ გრცხვენია, არამედ ამაყობ საკუთარი არჩევანით!
პალიტრა ნიუსის ჟურნალისტის შეკითხვა საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან,
- ბატონო ლევან დღეს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთხმად ირჩევენ სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას, თქვენი პოზიცია?
- მე არასდროს არ მივცემ იმ ადამიანს ხმას რომელიც ნაციონალური მოძრაობის მოწონებას იმსახურებს!" - წერს თოფურია.