logo_geo
eng_logo
ალეკო ჩუბინიძე: ვასილ მჟავანაძეს ნამდვილად ეკუთვნის ერთ ქუჩას მისი სახელიც ერქვას...
- +

19 აპრილი. 2016. 21:39



ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე მიიჩნევს, რომ თბილისში ვასილ მჟავანაძის სახელობის ქუჩა აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგან მჟავანაძე ერთ-ერთი გამორჩეული პატრიოტი იყო.



„ფეისბუქ-პოსტს წავაწყდი, თბილისში ვასილ მჟავანაძის ქუჩაც კი არ არისო.... დავფიქრდი, რამდენი შედარებით ნაკლებადდამსახურებული ადამიანის ქუჩაა თბილისში და მე მგონი ვასილ მჟავანაძეს ნამდვილად ეკუთვნის ერთ ქუჩას მისი სახელიც ერქვას...

 

სხვა თუ არაფერი, სწორედ ამ კაცმა გადააფიქრებინა თავის სულელ ქვისლს (ნიკიტა ხრუშჩოვს) ქართველების "ვაგონებით გასახლება" და ამ საქმეში თავისი ცოლისდაც აქტიურად გამოიყენა, რომელიც ნიკიტას თურმე გვარიანად "აჩმორებდა"..

 

როდესაც ენგურჰესი შენდებოდა, როგორც წესი, სამშენებლო მასალების "ლევად" და იაფად ხელში ჩაგდებით ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლა და სახლები აიშენეს... როდესაც მჟავანაძე ჰესის მშენებლობის ნელი ტემპის მიზეზით დაინტერესდა, მოახსენეს სამშენებლო მასალებით გლეხები იშენებენ სახლებსო... მჟავანაძემ ხელები გაშალა და თქვა, ქართველები იშენებენ გადამთიელები ხომ არაო და ჰესის მშენებლობიდან "მოტეხილი" მასალები ისევ ცენტრს დააფინანსებინა...

ამ კაცს საქართველო ნამდვილად უყვარდა და იმდენი აქვს გაკეთებული, რომ იმსახურებს მისი სახელობის ქუჩას..."- აღნიშნავს ჩუბინიძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner