logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება
- +

30 ნოემბერი. 2017. 11:22



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ გამოცემა „ლიბეროსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის მხრიდან დადებით ნაბიჯებს არ ელოდება, ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება.


„ჩვენ ვაშინგტონის მხრიდან რაიმე სახის დადებით ნაბიჯებს არ ველოდებით. ოკეანეს გადაღმა რუსოფობია მძვინვარებს, რის გამოც მსოფლიო და ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის პოტენციალი დიდწილად გამოუყენებელი რჩება.

აშშ-ის მხრიდან საკანონმდებლო დონეზე რუსეთის მტრად გამოცხადება სისულელე და უპასუხისმგებლობაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რუსეთში არასდროს განვიხილავთ აშშ-ს ანალოგიურ ჭრილში. პირიქით, ჩვენ ყოველთვის პატივის ვცემდით ამერიკელ ხალხს და მის მიღწევებს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner