logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 5 ფაქტი გამოავლინა
- +

30 ნოემბერი. 2017. 11:34

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ბრალდებულის სახით ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.


„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 14 700 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება  39 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

 

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენის და დამნაშავე პირების მხილების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner