logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი საბოლოოდ დახურულია
- +

30 ნოემბერი. 2017. 11:36



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი საბოლოოდ დახურულია.


„ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. შეგახსენებთ, რომ საუბარია ყირიმის მოსახლეობის თავისუფალ და დემოკრატიულ ნებაზე, რომლებმაც გააზრებული არჩევანი გააკეთეს მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ.


თვითგამორკვევის განხორციელების ეს ფორმა ერთადერთი შესაძლებელი საშუალება იყო ხალხის მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად უკრაინაში ნაციონალურ-რადიკალური ელემენტების ღრეობის ფონზე.

 

ცხადია, რომ რეფერენდუმზე ყირიმის მოსახლეობის მიერ გამოხატულმა ნებამ მათ თავიდან ააცილა სამოქალაქო ომის საშინელებები", - განაცხადა ლავროვმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner