logo_geo
eng_logo
სასამართლომ ოთარ აბესაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
- +

30 ნოემბერი. 2017. 13:10



თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება.


ბრალდებულის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ოთარ აბესაძეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზაზე ხვალ გადაიყვანენ გამოსაკვლევად და ის იქ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში დარჩება.


დაცვის მხარის პოზიცია ოთარ აბესაძის სასამართლო ექსპერტიზაზე გადაყვანის თაობაზე გაიზიარა ასევე ბრალდების მხარემ, რის შემდეგაც მოსამართლემ შემდეგი სასამართლო სხდომის საორიენტაციო თარიღად 26 დეკემბერი დაასახელა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner