logo_geo
eng_logo
სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება
- +

30 ნოემბერი. 2017. 13:13



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-სამტრედიის სარკინიგზო ხაზის ქვეშ, სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება.


მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად.


გვირაბის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, ვინაიდან 8 კილომეტრი გზის შემოვლით უწევდათ სოფლის ცენტრთან და სოფელ მუხიანთან დაკავშირება.


სამუშაოების 60 % უკვე შესრულებულია და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემები წლის ბოლოდან აღარ ექნება.


სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 300000 ლარამდეა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner