გაერო-ში აშშ-ის ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა სრულიად განადგურდება.
ფხენიანის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო სხდომაზე, ნიკი ჰეილიმ ყველა ქვეყანას ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტისკენ მოუწოდა.