logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია
- +

30 ნოემბერი. 2017. 16:11



საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.


როგორც „ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ხუჯაძემ განუცხადა, სწორედ აღნიშნულს გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების თაობაზე „გირჩის" წარმომადგენლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.


მისივე განმარტებით, სასამართლომ განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი.

 

„მოსარჩელე ითხოვდა, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მოსარჩელე დეკრიმინალიზაციას ითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მარიხუანას მოხმარებისთვის არ არის საჯარო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, რადგან ამ შემთხვევაში გასაღების საფრთხე არ არსებობს. ასევე, სასამართლომ თქვა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი და ამიტომაც, დააკმაყოფილა სარჩელი", - განაცხადა სალომე ხუჯაძემ.


საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის" სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დღეს დააკმაყოფილა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner