logo_geo
eng_logo
გაერო-ს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი საქართველოს ეწვევა
- +

19 აპრილი. 2016. 22:25


2016 წლის 23-24 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერო-ს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი.


ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდეგ ეს გახლავთ გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.


გაერო-ს გენერალური მდივანი,  ბან კი მუნი თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესტუმრება, რის შემდეგაც  ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში განაგრძობს. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner