„თუ ქალბატონი ნინო სახალხო დამცველი გახდება, ეს ბატონ ბიძინას არ მოეწონება!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბიძინა ივანიშვილმა ლომჯარიას დიდი „არა" უთხრა! თუ ქალბატონი ნინო სახალხო დამცველი გახდება, ეს ბატონ ბიძინას არ მოეწონება! ივანიშვილი პოზიციებს ყოველდღე არ იცვლის...
უმრავლესობავ, კარგად დაფიქრდით!" - წერს ილია ჩაჩიბაია და აქვე ბიძინა ივანიშვილის ძველ განცხადებას ავრცელებს:
„მთავრობაზე დიდი" პიროვნებები რომ არიან, ლომჯარია, გიგაური, კოჟორიძე - საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე და ძალიან დიდი კითხვები გვაქვს. თვითონ მათთან გვაქვს კითხვები! და ამის უფლება გვაქვს..."