logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: რატომ ტანჯავთ ამ ბიჭს? რა გინდათ? მეტი დამნაშავე არაა ამ ქვეყანაში?
- +

30 ნოემბერი. 2017. 17:43

 


ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში ქრთამის აღების გამო დაკავებული ოთარ აბესაძის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ქრთამის აღება დანაშაულია! და დასჯადი! მაგრამ...

 

სასამართლო აუცილებლად ითვალისწინებს ხოლმე ნებისმიერ საქმეში ამა თუ იმ გარემოებას. აკვირდება და სწავლობს, ინანიებს თუ არა ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს, როგორია მისი სულიერი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაჭერის შემდეგ...

 

ჰოდა, ხალხო, აი, რატომ ტანჯავთ ამ ბიჭს? რა გინდათ? მეტი დამნაშავე არაა ამ ქვეყანაში?

 

ეს რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს, რამდენიმე დეპუტატი გამოვიდოდა და თავდებში ჩაუდგებოდა ამ ბიჭს! რა, არ უქნიათ ასე? მაგალითად, როგორც მახსოვს, „ცენტრ პოინტის" საქმეში რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა და თავდებში ჩაუდგა ბრალდებულებს (რომელს - ახლა არ მახსოვს).

 

ჰოდა, ასე არ შეიძლება, რა! განადგურებულია ადამიანი, ცუდადაა, ცოტა ადამიანურობა გამოიჩინეთ", - წერს ნინო ლაბარტყავა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner