logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ეს ქვეყანა ხიდაშელის და „რესპუბლიკური პარტიის“ შანტაჟს გადაჰყვება!
- +

19 აპრილი. 2016. 22:43


ხელისუფლება არაჩვეულებრივად მოერგო წინა რეჟიმის მიერ მიღებულ საარჩევნო კოდექსს და ცვლილებებზე  უარი თქვა. ადმინისტრაციული რესურსის ხელიდან გაშვება იმიტომ არ უნდათ, რომ საპარლამენტო არჩევნებში წაგების ეშინიათ", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში.


"მაინტერესებს, პარლამენტის ეგრეთ წოდებულმა დემოკრატმა თავმჯდომარემ, თავის მეუღლესთან ერთად სავარძლების გამყარებით რომ არის დაკავებული, ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებაზე რატომ არ იზრუნა?! თქვეს, რომ მინისტრებს პოსტებს ერთი თვით ადრე დაატოვებინებენ. ამით, რესპუბლიკურ პარტიას უყრიან საკენკს და საერთოდ, როგორც ვატყობ, ეს ქვეყანა ხიდაშელის და "რესპუბლიკური პარტიის" შანტაჟს გადაჰყვება." - განაცხადა ინაშვილმა.


მისი თქმით, ხელისუფლებამ თავისუფალ არჩევნებზე უარი თქვა და როცა კაბინეტებში საუბარი წყდება და დისკუსია აზრს კარგავს,  ოპოზიცია გარეთ გადის და ძალების გაერთიანებაზე გადადის.

 

"რესპუბლიკელებთან კონსულტაციებს არ ვგეგმავთ, რადგან რესპუბლიკელები ჩემთვის იგივეა, რაც "ნაციონალური მოძრაობა". "თავისუფალ დემოკრატებს" კი შეუძლიათ, საპროტესტო აქციების ნაწილში მონაწილეობა მიიღონ." - განაცხადა ინაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner