„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო. ჩვენ მართალი ვართ ჩვენი ხალხის და ჩვენი სინდისის წინაშე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართულ ოცნებას" საშუალება ჰქონდა, მხარი დაეჭირა გიორგი ფოფხაძისთვის, მაგრამ მხარი „ნაცმოძრაობის" კანდიდატურას დაუჭირეს.
მადლობას ვუხდი იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი გიორგის დაუჭირეს. აშკარაა, რომ „ოცნების" პოზიციები გაიყო. ეს ჯერ დასაწყისია. სწორედ ლომჯარია იქნება, ვინც „ქართულ ოცნებას" დაასამარებს. რას ვიზამთ, ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის არჩევანი", - წერს ირმა ინაშვილი.